Პარლამენტის წევრს, ანი წითლიძეს, სიტყვიერი ბრალდებების გამო, ყოფილი თანაგუნდელი უჩივის

Პარლამენტის წევრს, ანი წითლიძეს, სიტყვიერი ბრალდებების გამო, ყოფილი თანაგუნდელი უჩივის.
Გელა შედანიამ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისი იყო და ახლა, ნიკა მელიას მხარდამჭერია ზუგდიდის სამმართველოს სარჩელით მიმართა.
Საქმე ეხება, 18 იანვარს ანი წითლიძის პოსტს, სადაც პოლემიკის დროს პარლამენტის წევრი ყოფილ თანაგუნდელებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
„Ყველამ კარგად წავიკითხეთ, თუ რა შეურაცხმყოფელი პოსტები დამიწერა ქალბატონმა წითლიძემ, რომელმაც ცილი დამწამა, თითქოს მე რაღაცების ქურდი ვარ. არ დავკონკრეტდები, მიჭირს გამეორება, თუ რა სიტყვებით ვიყავი მაგის კომენტარებში მოხსენიებული. Აქედან გამომდინარე მივმართავ პოლიციას, რომ დაიწყოს ძიება”, – განაცხადა პოლიციის შენპბაში შესვლამდე გელა შედანიამ.
Გარდა ამისა, ენმ-ს ყოფილი გუნდის წევრი, აცხადებს, რომ ანი წითლიძეს უნდა ჩამოეხსნას ის” პოლიტიკური ნიღაბი”, რასაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი წლების განმავლობაში იყენებდა და საზოგადოებამ იცოდეს რეალურად მისი ნამდვილი “პოლიტიკური სახე” .
„მინდა იცოდეს საზოგადოებამ, თუ როგორ მორალის ადამიანი გვიზის დღეს პარლამენტში. Ამისი მანკიერი სახის დამალვა გარკვეულწილად გვიწევდა ხოლმე, რის გამოც ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ქონდა მაგას ნიღაბი და ეს ნიღაბი მოიხსნა მაგან თავისი ხელით და გადადო გვერდზე. Სრულიად გაშიშვლებული დგას ახლა, ამხელა საზოგადოების წინაშე,- განაცხადა შედანიამ.
Ბოლო დღეებში, პარლამეტის წევრს ანი წითლიძეს სხვა ყოფილი თანაგუნდელებიც უპირისპირდებიან. Რამდენიმე დღის წინ, ასევე ყოფილმა თანაგუნდელმა და ახლა ნიკა მელიას მხარდამჭერმა მაია კუკავამ, რომელიც ზუგდიდის საკრებულოდან გააავისუფლეს ანი წითლიძე სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, პირადი მიმოწერის სქრინი დადო და განაცხადა, რომ ანი წითლიძემ პოლიტიკური ნიშნით სამსახური დაატოვებინა.




