ვის ეკუთვნის სოხუმში ხანძარს გადარჩენილი 150 ნახატი

ოკუპირებული სოხუმის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში გაჩენილ ხანძარს აფხაზი მხატვრების 150-მდე ნახატი გადაურჩა, 4000 ნამუშევარი კი განადგურდა ამის შესახებ „აბაზა-ტვ“-ს აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრმა დინარა სმირმამ განუცხადა. გადარჩენილია ვიქტორ შჩეგლოვის, ხუტა ავიძბას, სერგეი სანგალოვის, სერგეი გაბელიას, ვისარიონ ცვიჟბას და რამდენიმე სხვა ავტორის ნაწარმოებები.
ხანძარს ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას არც ერთი ნამუშევარი არ გადარჩენილა.
ფოტო: apsnypress
ამავე თემაზე:
სოხუმში ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა




