ანქვაბი: მოქვის ტაძრის გადახურვა სრულდება, ბედიის სახურავიის აღდგენისთვის მზადება მიმდინარეობს

აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. მინისტრთა კაბინეტის პრეს სამსახური იუწყება.
შეხვედრაზე ამქვაბმა სასულიერო პირებს გააცნო „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტების შენარჩუნებისა და აღდგენის მიზნით განხორციელებული ქმედებები.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მოქვის საკათედრო ტაძრის ახალი სახურავის მშენებლობა თითქმის დასრულებულია“, – განუცხადა ალექსანდრე ანქვაბმა შეხვედრის მონაწილეებს. ამჟამად მზადება მიმდინარეობს მართლმადიდებლური ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის – ბედის ტაძრის სახურავის გამოსაცვლელად. ამქვაბის განმარტებით გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ხალხის სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად.
„მღვდელმა ვისარიონმა სასულიერო პირების სახელით მადლობა გადაუხადა „პრეზიდენტ“ და „პრემიერ-მინისტრს“ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ზოგადად, მართლმადიდებელი ეკლესიის საჭიროებებზე განსაკუთრებული ყურადღებისთვის“ – ნათქვამია ე.წ. მინისტრთა კაბინეტის პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩვენთვის უცნობია ისტორიული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების გადახურვის სამუშაოები ტარდება თუ არა შესაბამისი ნორმების დაცვით.




