გალის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა 6 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე კომენტარი გააკეთა

გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ასტამურ გამგიამ ექვსი წლის ლიზი კვაჭახიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით „გალ-მედიასთან“ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გოგონას ახლობლებს სამედიცინო დახმარეიბისთვის გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოსთვის არ მიუმართავთ. მისივე ცნობით, სასწრაფო დახმარების სამსახურში გამოძახება არ დაფიქსირებულა.
„ლიზი კვაჭახია გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მიმღებ ჟურნალში არ იყო დაფიქსირებული, ამიტომ არ მაქვს ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზისა და დიაგნოზის შესახებ“, – აღნიშნავს მთავარი ექიმი.
გალიდან ცხელებით გადმოყვანილი მცირეწლოვანი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
პაციენტი 8 იანვარს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც ჩაუტარდა პირველადი გამოკვლევები, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვი გადაყვანა კატასტროფის ბრიგადის მიერ მოხდა ბათუმში. პაციენტს ჰქონდა ცხელებისა და სუნთქვის უკმარისობის რამდენიმე დღიანი ეპიზოდი.
მსგავსი სიახლეები

6 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება

მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, ასევე დაემატა ელიტური კორუფციის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა


