„ნარომ“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ნობათი გადასცა

ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ზუგდიდში მოქმედმა პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელმა კომპანია „ნარომ“ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეებს სასურსათო ნობათი გადასცა. ამის შესახებ ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს:
„დღესასწაულებთან დაკავშირებით, ჩვენს ქალაქში მოქმედმა პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელმა ცნობილმა კომპანიამ „ნარომ“, სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეებს სასურსათო ნობათი გადასცა. მადლობას ვუხდი „ნაროს“ და ყველა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს. ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ ჩვენს მოქალაქეებს“ – წერს კონსტანტინე კაკავა.





