ხაიშთან მესტიის გზა ორმხრივად გაიხსნა

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, სოფელ ხაიშში, საგერგილეს უბანში, გზის სავალ ნაწილზე, სადაც გუშინ მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, სპეციალური ჯგუფის მიერ კლდიდან ჩამოშლილი დიდი ზომის ლოდის სავალი ნაწილიდან გადატანა მოხდა, რითაც გზის ორმხრივად გახსნა მოხერხდა. შესაბამისი ინფორმაცია stv-ს საგზაო დეპარტამენტის ხაიშის უბნის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 3 და 4 იანვარს, Ზუგდიდი-მესტიის 73-კმ-ზე მოძრაობა რამდენჯერმე ჩაიკეტა. Საავტომობილო გზის ჩახერგვა, კლდოვანი მასის ორჯერ ჩამოშლამ გამოიწვია.



