როგორ შეხვდნენ ახალ წელს სამეგრელოში

ახალი წლის შესახვედრად სამეგრელოში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გალა კონცერტები ჩატარდა. რეგიონის სამხარეო ცენტრში, ზუგდიდში ჯგუფ მგზავრების გალა კონცერტი ჩატარდა, მსმენელის წინაშე პოპულარულმა ბენდმა ჰიტები შეასრულეს, ახალი წლის დადგომა კი ზუგდიდელებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა.
გალა კონცერტით შეხვდა ახალ წელს აბაშაც, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით აქ ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღამოს კი მსმენელის წინაშე ჯგუფი გორდელა, ოთო ნემსაძე და ბენდი შეხვდნენ. აბაშელებს ახალი წლის დადგომა მრავალჟამიერით ანსამბლმა ჰარირამ მიულოცა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული კონცერტი ასევე გაიმართა სენაკში, სადაც ადგილობრივების წინაშე ანსამბლი რუსთავი და რეზო და ბავვსები წარდგნენ.
ახალი წლის კონცერტები ასევე გაიმართა მარტვილსა და წალენჯიხაში.



