მესტიაში მთავარი ნაძვის ხე აანთეს

დაბა მესტიაში სეტის მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე საზეიმო განათდა. ცენტრალური ნაძვის ხე მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა კულტურის და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძემ ბავშვებთან ერთად აანთო. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, ბავშვები, მათი მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის და კულტურის და ხელოვნების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წელს სეტის სკვერში, ახალი ილუმინაციები დაიდგა, რომელიც მესტიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციისგან გადაეცა საჩუქრად.




![ზუგდიდში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2018/12/48413342_598730407230378_3120110667563008000_n-1.jpg)