თბილისში სახალხო ზეიმზე სამეგრელოდან მოქალაქეები გაემგზავრნენ

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მინიჭების, ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისში თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ სახალხო ზეიმზე მსურველები სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან უკვე გაემგზავრნენ. საერთო სახალხო ზეიმზე დასწრების მსურველებს უფასო ტრანსპორტი ემსახურებათ. მოქალაქეებს გასვლის ლოკაციებზე ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ წუხელვე ადგილობრივი და სოციალური მედიის მეშვეობით აუწყა. გვიან ღამით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოირთო რეგიონის მუნიციპალური ცენტრები. ზუგდიდის მერიის წინ მდებარე მოედანზე გამოფენილია ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის დროშა.



