ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან ერთად სოფელ ოქტომბერში გაეცნენ.
სოფელ ოქტომბერში, საზარქუოს უბანში, სადაც აქამდე გრუნტის გზა იყო ასფალტის გზის დაგების პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
უახლოეს პერიოდში, გზასთან ერთად, ოქტომბერში ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.




