გიორგი კალანდია: დადიანების სასახლის თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ არაერთხელ განახორციელა თანამშრომლების ფარული მიყურადება

დადიანების სასახლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კალანდია ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ ე.წ. მონა.ჯი-ს საიტზე ატვირთეს. აღნიშნულს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,ძვირფასო მეგობრებო სასაცილოდ არ მყოფნის ეს მორიგი თავდასხმა და დეზინფორმაცია ჩემი მისამართით, უფრო სწორად იმ საქმის მიმართ რომელსაც ვაკეთებდი დიდი სიყვარულით და მომავალშიც ასე გავაგრძელებ! ამ სამარაცხვინო საიტის ავტორები მკითხველს არწმუნებენ, რომ თითქოსდა გადამოწმებული ინფორმაციის შედეგად მე რეპრესიებს ვახორციელებ, არადა საქმე შემდეგშია: ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა, ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილმა მუშაკმა ქალბატონმა ელზა ზოდელავამ არაერთხელ განახორციელა ფარული მიყურადება და საკუთარი თანამშრომლები უკანონოდ ჩაწერა, შემდეგ ეს ჩანაწერები ასევე მათ წინააღმდეგ უკანონოდ გამოიყენა! აღნიშნულის გამო იგი სამსახურიდან გათავისუფლდა… მუზეუმის დირექციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა ორივე სასამართლო ინსტაციაში ქალბატონმა ზოდელავამ პროცესები პირწმინდად წააგო… ჰოდა ახლა სამაგიეროს გადახდის თავისებური “ნაცისტურ-კომუნისტური” ფორმა მოიფიქრა… სასაცილოა, თუმცა ცილისწამებისათვის ამ დეზინფორმაციის ავტორებს სასამართლოში მოუწევთ შეხვედრა” – წერს დადიანების სასახლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კალანდია.




