ქალაქ ხობის სამ ქუჩაზე განათება მოეწყო

ქალაქ ხობში დავით გურამიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე გარე განათების სისტემა მოეწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 76684 ლარი შეადგინა.
ქალაქ ხობში გარე განათების სისტემა ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე მოეწყო.




