ლაშა ტალახაძე სენაკის საპატიო მოქალაქე გახდა

„ეგრისობის“ დღესასწაულზე ნოქალაქევში, 2023 წლის საპატიო სენაკელები დაჯილდოვდნენ.
სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება, ქალაქისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 16 ადამიანს მიენიჭა.
სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:
ლაშა ტალახაძეს – ქართველ ძალოსანს, ორგზის ოლიმპიურ, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონს;
გია ადამიას – ქალაქის კოლორიტს, ქველმოქმედს, ბიზნესმენს;
მანანა ჭანტურიას – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სენაკის ცენტრის ხელმძღვანელს;
გურამ ზესაშვილს – შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკს;
გურამ მისაბიშვილს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველ მოადგილეს;
შოთა ლომიას – კოლორიტ სენაკელს;
ვახტანგ ბესელიას – თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელს;
ლალი გოგინავას – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;
გიორგი სალაყაიას – კომპანია ,,ბადაგონის“ დამფუძნებელს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, სან მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულს საქართველოში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ქველმოქმედს;
კახაბერ ივანიძეს – მეცენატს, ბიზნესმენს;
ამირან აფაქიძეს – ინჟინერ-მშენებელს;
მარიამ ქუჩულორიას – კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის მრჩეველს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზების საბჭოს და ევროპული ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებულს;
ჰაიკო გახარიას – თანამედროვების ერთ-ერთ გამორჩეულ მხატვარს;
ვენერა ლიპარტიას – სენაკის ფერმერთა სკოლის ლიდერს, წარმატებულ მეწარმეს;
გიორგი თოლორდავას – მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა ,,სენა-მედის“ დამფუძნებელს, ექიმს;
სულო სეფიაშვილს – ჟურნალისტს, ისრაელში მოღვაწე სენაკელ ებრაელს.
ამავე თემაზე: ეგრისობის დღესასწაული ნოქალაქევში გაიმართა




