stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბები

ინტერვიუ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ალექსანდრე ტყებუჩავასთან

08.11.2023 / 8 ნოემბერი 2023
ინტერვიუ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ალექსანდრე ტყებუჩავასთან

ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებდით კანდიდატის სტატუსის მოლოდინისა და მიღების პროცესს?

მოგესალმებით. პირველ ყოვლისა ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ ისტორიულ დღეს! მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა დაბრკოლებას გადალახავს და საბოლოოდ მიაღწევს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების სანუკვარმიზანს. მოგეხსენებათ, რომ აქამდე მოსვლაც სირთულეებით იყო აღსავსე, თუმცა ერთობლივი მუშაობით ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა,მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, რომელმაც პრემიერ მინისტრისირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული ოცნების პოლიტიკურგუნდთან ერთად, წარმატებით გადალახა კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ყველა წინააღმდეგობა; შესაბამისად, დიდი მოლოდინი მქონდაიმისა, რომ საქართველო მიიღებდა დამსახურებაზე დაფუძნებულ კანდიდატის სტატუსს. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში მოპოვებული მშვიდობა და სტაბილურობა, იმ გარემოებების გათვალისწინებით რომლებიც ჩვენს რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვაევროპულ ოჯახთან და დასავლურ ღირებულებებთან. ამ უდიდეს საქმეში არ შემიძლია არ აღვნიშნო, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართული ოცნების პარტიული კონტრიბუცია საქართველოში ევროპული ღირებულებების აქტიური პოპულარიზაციის კუთხით, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა მოსახლეობის ნდობა ჩვენი გუნდის მიმართ.

კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად როგორ შეაფასებთ ჩვენს ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებს?

ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე თავად ის ფაქტები მეტყველებენ, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის წარმოდგენილი და საქართველოყველა ასეთი მიმართულებით საგრძნობლად არის დაწინაურებული. მაგალითად, ასეთია ეკონომიკური ზრდის აღმავალი ხაზი, კანონის უზენაესობის ინდექსი,ინფრასტრუქტურული პროექტები, სიღარიბის დაბალი ზღვარი და ბევრი სხვა. ასევე, აღსანიშნავია ეროვნული საგანმანათლებლო რეფორმები, კერძოდ სასკოლო მიმართულებით განხორციელებული პროგრამები, რაც გულისხმობს მასწავლებლების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას და მათი შრომის დაფასებას. ამუშავდა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვი პაციენტებისმკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სრულად დააფინანსებს მათ მკურნალობას მსოფლიო საუკეთესო კლინიკებში. ასევე, აღსანიშნავია ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების მკურნალობის ეროვნული პროგრამა, რაც გულისხმობს ქიმია-თერაპიის კურსის სრულ დაფინანსებას. რაც შეეხებე ტურიზმს, ამ კუთხით ნაკადების ზრდამ პანდემიამდელ ნიშნულს მიაღწია და ზოგიერთი პარამეტრებით უკვე აჭარბებს კიდეც. იზრდება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია და მის მიმართ ეკონომიკურ-დიპლომატიური ინტერესები. ზოგადად, ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ჩვენი გუნდის არა ერთ ხელშესახებ მიღწევაზე საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, თუმცა ერთი შეიძლება მკაფიოდ და ნათლად ითქვას, რომ ამ მეტად დაძაბულ ვითარებაში, ისე როგორც არასდროს უმნიშვნელოვანესია მშვიდობისა და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა ჩვენი მოსახლეობისთვის, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ქართული ოცნების დიდ პოლიტიკურ ოჯახს მიუძღვის. თუმცა, ამავდროულად გვესმის, რომ გამოწვევები კიდევ ბევრია, სიღარიბე და ოკუპაცია მთავარ საკითხებად რჩება და საჭიროებს შემდგომ მუშაობას.

ბატონო ალექსანდრე როგორ შეაფასებთ ქალაქ ფოთში მიმდინარე პროცესებს? 

ვიდრე თქვენს კითხვას ვუპასუხებ, ნება მომეცით ქალაქ ფოთის მერს ბატონ ბექა ვაჭარაძეს მივულოცო პარტია ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევა. წარმატებებს ვუსურვებ ქვეყნისა და ქალაქის სამსახურშიდა დარწმუნებული ვარ, რომ იგი საუკეთესოდ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

რაც შეეხება კითხვას, ეს ბოლო ხანებია ჩვენს ქალაქში მნიშვნელოვანი ნაბიჯებიგადაიდგა არაერთი მიმართულებით. ქალაქის მერია და საკრებულო, ჩვენი ქალაქის მაჟორიტართან გიორგი ხახუბიასთან ერთად, კოორდინირებულად ვმოქმედებთ მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელება-დაგეგმვაში. ვფიქრობ, ასეთი მჭიდრო კომუნიკაცია თავის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქალაქისთვის. პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნოს წლევანდელი გაზრდილი ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით, რომელიც ვფიქრობთ რომ შეუვალპროცესად უნდა იქცეს შემდეგ წლებშიც, რაზეც აქტიურად მუშაობს, როგორც ქალაქის მაჟორიტარი, ასევე ქალაქის მერია და საკრებულო. მოგეხსენებათ, რომ თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით მოწესრიგდა და გადაიხურა მრავალსართულიანი სახლები. პრაქტიკულად დასასრულს უახლოვდება აღმაშენებლის ქუჩის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, რომელიც პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით განახლებული რეგიონების ფარგლებში ხორციელდება. უკვე, დავიწყეთ კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის გამაგრებითი სამუშაოები, რომელსაც სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია მოჰყვება. ფოთის კოლხეთის გაძლიერების პოლიტიკა რომელიც მიზნადდავისახეთ ჩენი მოსვლის დღიდან, პრაქტიკულად აღწევს თავის შედეგებს და ჩვენი ბიჭები ამას ყოველ ჯერზე ამტკიცებენ. აქვე საგანგებოდ ვუხდი ყველასმადლობას ვინც ამ ისტორიულ საქმეს ერთგულად ემსახურება! ასევე, ჩვენიმოსვლის დღიდან, ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების დღის წესრიგში არსებული პრობლემები რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ. წყალარინების პრობლემაც საბოლოოდ უნდა მოგვარდეს დათქმულ დროსა და ვადებში. ზემოაღნიშნული საკითხების გადაჭრაში მჭიდროკომუნიკაცია გვაქვს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და აქტიურად ვთანამშრომლობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. წყალარინების ეტაპობრივი დასრულების კვალდაკვალ ვახორცილებთ გზების სრულ რეაბილიტაციას, რომელიც მოიცავს ასფალტირებას, გამწვანებას, საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკების მოწყობას. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ისე დასრულდება როგორც პირობებშია ჩადებული. კულტურის სამინისტროს ეგიდით დაწყებულია მუშაობა თეატრის სარეაბილიტაციო გეგმებზე. მალე დავიწყებთ მალთაყვის ტყე-პარკის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას და კიდევ ერთ რეკრეაციულ ზონას შევძენთ ქალაქს. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმოთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და აქტიურად ვართ ჩართული თითოეული საკითხის მოგვარებაში. სტუდენტური და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაც უკვე დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ უკეთესი გავხადოთ ჩვენი ქალაქი და გავაუმჯობესოთ ფოთელების ყოველდღიურობა.

წინა პოსტი

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

შემდეგი პოსტი

ანუკი ასათიანი: ზუგდიდის ტექნოპარკში შექმნილი სტარტაპი 150 000 ლარიანი გრანტის გამარჯვებულია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე: „ვულოცავ მე-8 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას ალექსანდრე ტყებუჩავას, რომელსაც საკრებულოს სრულმა შემადგენლობამ მაღალი ნდობა გამოუცხადა“

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე: „ვულოცავ მე-8 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას ალექსანდრე ტყებუჩავას, რომელსაც საკრებულოს სრულმა შემადგენლობამ მაღალი ნდობა გამოუცხადა“

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის“ ანგარიში

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის“ ანგარიში

„ქართული ოცნების„ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ალექსანდრე ტყებუჩავა განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების„ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ალექსანდრე ტყებუჩავა განცხადებას ავრცელებს