ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით მივდივართ

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით მივდივართ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„დეტალებზე ძალიან მოკლე დროში, ალბათ უახლოეს ხანებში მექნება სიახლეები საზოგადოებისთვის, რადგან მიმდინარეობს იურიდიული პროცესი, მათ შორის მშენებელი კომპანიის შერჩევის. უფრო სწორად სატენდერო პირობების ჩამოყალიბების. შემდგომში ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საბოლოოდ გამოსავლენად და მასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად ასევე დრო არის საჭირო. რაც შეეხება სამშენებლო ნაწილს, ხოლო რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, აქაც არცერთი ვადა არ დარღვეულა, რაც წინასაწარ იყო განსაზღვრული, კანონმდებლობით არის დადგენილი, ჩვენ არ გადაგვიშორებია. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით მივდივართ. აქ არც რაიმე სიურპრიზი გვაქვს, არც რაიმე პრობლემა ან უხერხულობა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით – დავიწყებთ მიმდინარე წელს, უახლოეს ხანებში

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს – ამ კუთხით გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ


