სახალხო დღესასწაული წალენჯიხა-ტერენტობა გაიმართა

დღეს, წალენჯიხა-ტერენტობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. ინფორმაციას წალენჯხის მერია ავრცელებს:
„წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ტ.გრანელის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. ტერენტის სახლ- მუზეუმის ეზოში ტ. გრანელის „რეპროდუქცია ლითონში“ (ავტ:ბესო ხუბუტია) გაიხსნა. გრანელის ძეგლი გვირგვინით შეიმკო და სტუმრებმა აქვე რეზო ადამიას ნახატების გამოფენა დაათვალიერეს.
გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქტების, ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
საზეიმოდ გაიხსნა გაზეთ ,,ეგრისის“ ვარსკვლავი.
ღონისძიების ფარგლებში წალენჯიხის განვითარებაში შეტანილი და ტერენტი გრანელის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ დააჯილდოვა მოქალაქეები:
მომავლის ბიჭის, ნიკოს დედა,იზა ომაძე, პეტრე კოლხი, რაულ ჯახია, მამუკა ხაზარაძე, ბროლისა ლუკავა, გვანჯი მანია, გიორგი ბუნდოვანი, ოლეგი სალია, ეკა გოზალიშვილი, ლუარა სორდია, თორნიკე აფაქიძე, გოგოლა მესხია, ელიზბარ უბილავა, სერგო წურწუმია, ლერი ალიმონაკი.
თამარ ბელქანიას განმარტებით, ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა და ყოველი წლის წალენჯიხა-ტერენტობის დღესასწაულზე დაჯილდოვდებიან წალენჯიხის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.
ნიკო კვარაცხელიას დედამ კი, სპეციალური სტიპენდიით დააჯილდოვა წალენჯიხელი წარჩინებული სტუდენტი ანა შელია.
ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში კი, ნაჩვენებ იქნა დოკუმენტური ფილმი -“სხვა მანტია აცვია მას”, მონო სპექტაკლი „ტერენტი გრანელი“ (ავტ..პეტრე კოლხის მონაწილეობით); აგრეთვე ნაჩვენებ იქნა ქოროეოგრაფიული კომპოზიცია.
ამ დღესასწაულის ფარგლებში ქალაქის ცენტრში მოეწყო ფერების ფესტივალი და მოძრაობის თეატრის მსვლელობა. ადმინისტრაციულმა ერთეულებმა წარმოადგინეს შემოდგომის დღესასწაული.
წალენჯიხობა -ტერენტობის სახალხო დღესასწაული ოთო ნემსაძისა და ნათია დუმბაძის კონცერტითა და ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა,სადაც საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დღევანდელი დღე მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.




