stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებირეგიონი

პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

11.10.2023 / 11 ოქტომბერი 2023
პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა, ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა.

„არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე განვითარდა ეს ყველაფერი, რომ მოვლენები, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და თაობისთვის. მინდა, ეს დღე და ეს დაჯილდოება ასე წარმოვიდგინო. ეს ცხადია, იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, ოჯახს, თაობას. ასეთი მაგალითები არის ის, რითაც ჩვენ ვიზრდებით, რითაც საზოგადოება არსებობს. რაც ყველაზე მეტად გვიჭირს დღეს იმის დანახვაა, რომ საზოგადოებას აქვს თავისი სიცოცხლის უნარი. პარადოქსია, რომ ზოგჯერ გარდაცვალება მოიცავს სწორედ ამ უზარმაზარ სიცოცხლის უნარს. ალბათ, ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ესაა, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიებიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ენერგია, თუ არადა აქამდე დღემდე არ მოვიდოდით. არ მინდა დღეს ჩვენ ტრაგედიად განვიცადოთ ის, რაც ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის ტრაგედიაა და ამას ვერაფერი წაშლის. მაგრამ ამ ტრაგედიის იქით, მინდა დავინახო იმედი, მინდა დავინახო ის ახალი თაობა, რომელიც მოდის, რომელიც ყველაფერს ფლობს, სადაც არ უნდა იყოს. ვიცით, რომ უცხოეთში იყო გაზრდილი, ნასწავლი, ბევრი ქვეყანა მოიარა და ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არ არის ერთ ადგილას. ამით ვართ დღევანდელი მსოფლიოს ნაწილი. ჩაკეტილობა არასდროს იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არასდროს იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები მაინც მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა; აქ არის მათთვის პერსპექტივა და არ ჩაიქნევენ ხელს, არ იფიქრებენ, რომ სხვაგან და მხოლოდ სხვაგან უნდა მონახონ ახალი პერსპექტივა. ეს ჩვენი, ვინც აქ ვართ და ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა, გასაკეთებელია, რომ ისევ დაინახონ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა, სჭირდება ახალი თაობა, სჭირდება ნიჭიერი ახალგაზრდები, სჭირდება ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც შორს მჭვრეტლები არიან და ხედავენ, რომ ახალი მსოფლიო იქმნება. ეს ყველაფერი იყო მოცემული… სამწუხაროდ, მისი ცხოვრება ძალიან მალე დასრულდა და დანარჩენი ჩვენ დაგვიტოვა ყველას გასაკეთებლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომანაძემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„ეს დიდი ჯილდო ეკუთვნის მომავალ თაობას. ახალგაზრდებო, თქვენ გეკუთვნით, რათა განათლებით, სწორი ღირებულებებით და თავისუფალი სამყაროსკენ სწრაფვით შექმნათ მომავლის საქართველო. პრეზიდენტო, გიდასტურებთ პატივისცემას და მადლიერებას”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ჭელიძეს 17, ხოლო კავილაძეს 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

წინა პოსტი

სენაკის განახლებულ სკვერებში ვანდალური ფაქტები დაფიქსირდა

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 71 სტუდენტს მიენიჭა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი კომანდორის ხარისხის მედლით დააჯილდოვა

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი კომანდორის ხარისხის მედლით დააჯილდოვა

ზუგდიდის მერმა პედაგოგები დააჯილდოვა

ზუგდიდის მერმა პედაგოგები დააჯილდოვა