ჩხოროწყუში ბენზინგასამართ სადგურზე მამაკაცს დენმა დაარტყა და გარადიცვალა

ჩხოროწყუში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მამაკაცს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი სარემონტო სამუშაოს ასრულებდა. ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




