ოცნების ქალთა ორგანიზაცია ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ღონისძიებებს მართავს

ქართული ოცნების – ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ,,ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანიის ფარგლებში, ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლებას მიზნით ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არა ერთი აქტივობა: მოეწყო ცოცხალი ჯაჭვი, ვარდისფრად განათდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობა.
ასევე, მიმდინარე თვის განმავლობაში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები, გაიმართება მარათონი და ორგანიზებულად ჩატარდება სკრინინგები. “ვარდისფერი ოქტომბერი“ მსოფლიო მასშტაბით 1997 წლიდან აღინიშნება.


![ზუგდიდში შს სამინისტრო ღონისძიებებს მართავს [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/05/60923122_2496436513713652_6902268665241010176_n.jpg)

![მთავრობის ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საახალწლო ღონისძიებებს მართავს [თარიღი, პროგრამა]](https://api.stv.ge/uploads/2023/12/412315736_742317197923637_24082027000435110_n-960x640.jpg)