საქალაქთაშორისო ტრანსპორტისმ ძღოლების ნაწილის აქცია ზუგდიდში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან თბილისის მიმართულების მიკროავტობუსების მძღოლების აქცია მიმდინარეობს. მიკროავტობუსების მძღოლების განცხადებით, მათი ბიზნესის გაჩერება სავაჭრო ცენტრ ალიანსის მფლობელის ვახტანგ აკობიას ინტერესს ეწირება, რომელმაც ახლი სადგური გახსნა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სწორედ აკობიას ჩარევით თბილისში სადგურ ოკრიბაში შესვლის უფლებას არ აძლევენ და ვერ მუშაოებენ. ასევე მძღოლები, სატრანსპორტო სამსახურის უფროსს დავით ხუბუას ახალი სადგურის ლობირებაში ადანაშაულებენ.




