იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა

იუსტიციის სამინისტრო ფარცხალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.“ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




