„ოცნების“ სენაკის ორგანიზაციამ გურიაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა

,,ქართული ოცნების” სენაკის რაიონულმა ორგანიზაციამ გურიის სტიქიით დაზარალებულ მოსახელეობას სასურსათო პროდუქტი გაუგზავნა. ბურღულეულს, სწრაფი მომზადების საკვებს, პირველადი მოხმარების და ჰიგიენის ნივთები პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა სტიქიის ზონაში დღეს ჩაიტანეს. სენაკიდან გურიაში ჰუმანიტარული ტვირთი ადგილობრივი მეწარმეების ნაწილმაც გააგზავნა.
სენაკამდე გურიაში ტვირთი ასევე გააგზავნეს ქართული ოცნების ზუგდიდის და აბაშის რაიონულმა ორგანიზაციებმა.




