ვიქტორია ზაქარაია: მადლობა ზუგდიდის მერიას სტუდენტების აქტიური მხარდაჭერისა და წახალისებისთვის

ზუგდიდის მერიის სტიპენდიატი ვიქტორია ზაქარაია, ზუგდიდის მერიას სტუდენტების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:
„შარშან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია მოვიპოვე, მაგრამ დასკვნით ღონისძიებაზე ჩამოსვლა ვერ მოვახერხე და დღეს, როცა ახალი განცხადება შევიტანე მოულოდნელად ძველი სერტიფიკატიც გადმომცეს.
ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენდით, უბრალოდ მინდა, მადლიერება გამოვხატო ზუგდიდის მერიის მიმართ, სტუდენტების აქტიური მხარდაჭერისა და წახალისებისთვის და ასევე იმ სითბოსთვის, დახმარებისა და ყურადღებისთვის, რომელსაც იქ მყოფი ადამიანებისგან ვიღებ ყოველ ჯერზე! მე კი ყოველთვის ვეცდები ღირსეულად გავუზიარო ჩემი ცოდნა სხვა ადამიანებს!“
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მერიას და საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აქვთ

“ვიბრძოდი და დავუბრუნდები ჩემს სამსახურს”- დაუბრუნდება თუ არა მაია ღურწკაია ზუგდიდის მერიას?


