stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი არის კონტრპროდუქტიული – უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ჰქვია ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება

01.09.2023 / 1 სექტემბერი 2023
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი არის კონტრპროდუქტიული – უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ჰქვია ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება

სადაც კონსტიტუცია მკაფიო პასუხს არ იძლევა კითხვაზე – თუ ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო ურთიერთობებში, იქ ჩნდება ხოლმე ასეთი პრობლემები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ განმარტა, რატომ გახდა ამ საკითხის კონსტიტუციაში ჩაწერა საჭირო და ისაუბრა კონკრეტულ მაგალითებზეც.

„რატომ გაჩნდა შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციაში 2017 წელს – გახსოვთ, რომ საქართველოშიც იყო პრობლემები, რომ პრეზიდენტი და პრემიერი ვერ მიჯნავდნენ საკუთარ უფლებამოსილებებს, რაზეც კონსტიტუცია მკაფიო პასუხს არ იძლეოდა. იყო შემთხვევა მაგალითად ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დროს, რა დროსაც პრეზიდენტი ითხოვდა, რომ მასაც მოეწერა ხელი ამ შეთანხმებაზე. გარდა ამისა, იყო მოლდოვაში შემთხვევა, როდესაც მთავრობას და პრეზიდენტს ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არაერთი პრობლემური შემთხვევა იყო, როდესაც მთავრობა და პრეზიდენტი ვერ მიჯნავდნენ კომპეტენციებს; პოლონეთში იყო გახმაურებული შემთხვევა – კაჩინსკი და ტუსკი ერთმანეთში ვერ იყოფდნენ კომპეტენციას, ორივეს უნდოდა ევროკავშირის სამიტს დასწრებოდა და საბოლოო ჯამში დასრულდა იმით, რომ თვითმფრინავი არ გამოუყო პრემიერმა ქვეყნის პრეზიდენტს. სადაც კონსტიტუცია მკაფიო პასუხს არ იძლევა კითხვაზე – თუ ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო ურთიერთობებში, იქ ჩნდება ხოლმე ასეთი პრობლემები, სადაც საპარლამენტო ან შერეული სისტემა მოქმედებს. სწორედ ამისთვის ჩაიწერა კონსტიტუციაში მკაფიოდ, თუ ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო პოლიტიკის წარმოების დროს. კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთი ორგანო, ვინც აწარმოებს საგარეო პოლიტიკას, არის მთავრობა. შესაბამისად, მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეიძლება პრეზიდენტი ჩაერთოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრაში. ეს არის ძალიან ლოგიკური ჩანაწერების ერთობლიობა. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალურად განსხვავდება მთავრობის და პრეზიდენტის პოზიციები – მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველო შარშანაც იმსახურებდა და წელსაც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. პრეზიდენტს კი მიაჩნია, რომ საქართველო არც შარშან და არც წელს არ იმსახურებს სტატუსს. პრაქტიკაში რომ შევხედოთ: წარმოიდგინეთ შარლ მიშელის თანაშემწემ მას დაუდო ფურცელი, სადაც არის მოყვანილი ზურაბიშვილის ციტატა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, ხომ დასვამს კითხვას მიშელი – ეს მართალია რაც მან თქვა პარლამენტის შენობაში, თუ ტყუილი? რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილი ვერ იტყვის, რომ პარლამენტში მოიტყუა იმისთვის, რომ მაგალითად რადიკალური ოპოზიცია გაემაგრებინა, მოუწევს თქვას, რომ საქართველო არ ასრულებს მოთხოვნებს და შესაბამისად არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. შესაბამისად, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი არის კონტრპროდუქტიული – უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ჰქვია ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება. აქედან გამომდინარე მთავრობის უარი იყო არა მხლოდ სამართლებრივად გამყარებული, არამედ პოლიტიკურადაც, შესაბამისად ამ ყველაფერს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

წინა პოსტი

ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

შემდეგი პოსტი

ოთარ შამუგია: „ინდუსტრიულ ბაღებში საკმაოდ კარგი მოსავალია და ხარისხიც ნორმალურია“

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს არ უნდა დღეს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. სტატუსის მიღების შემდეგ ვეღარაფერს დაგვწამებენ

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს არ უნდა დღეს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. სტატუსის მიღების შემდეგ ვეღარაფერს დაგვწამებენ

ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე: შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო

ირაკლი კობახიძე: შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო