ეწერის მოსახლეობა სასმელ წყალს მიიღებს

სოფელი ეწერის მოსახლეობა დღეიდან სასმელ წყალს მიიღებს. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული პროექტის განხორციელებით, ადგილობრივი 70-მდე ოჯახი სასმელი წყლით სრულად იქნება უზრუნველყოფილი.
ეწერში მცხოვრებ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებს და ძლიერი გვალვების დროს მათ მუნიციპალიტეტი ავზებით აწვდის წყალს.
ჭაბურღილის მოწყობასთან ერთად მიღებულიქნა მაღალი სიმძლავრის წყალსაქაჩი სადგური და 100 ტონიანი სამარაგო ავზები, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სოფლის მოსახლეობას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილობრივ მოსახლეობას და პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა , არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
მოსახლეობას მიულოცა წარმატებული პროექტის განხორციელება და აღნიშნა, რომ მთავარ პრიორიტეტს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი წარმოადგენს და მსგავსი სახის პროექტები ყველა პრობლემურ ტერიტორიაზე განხორციელდება,“ ნათქვმია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




