ირაკლი ღარიბაშვილი: დიდგორობა საქართველოს უძლეველობისა და თავისუფლების, ქართველთა ერთიანობისა და გამარჯვების დღეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას დიდგორობის დღესასწაულს ულოცავს.
„გილოცავთ დიდგორობას – საქართველოს უძლეველობისა და თავისუფლების, ქართველთა ერთიანობისა და გამარჯვების დღეს.
1121 წლის 12 აგვისტოს ქართველმა ერმა, დიდი დავით აღმაშენებლის მეთაურობით, დიდგორის ბრძოლაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. “ძლევაი საკვირველმა” დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოში. ეს მოვლენა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის უდიდესი ნიშანსვეტი, არამედ ქართველთა იდენტობის, მომავალ გამარჯვებათა რწმენის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია.
ახალ გამარჯვებებს, მშვიდობას, გაერთიანებას, გაძლიერებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის გმირებმა შესწირეს საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითები და ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა


