stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ ხელი მოაწერა გზამკვლევს ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან, სრული გაგება გვაქვს იმის თაობაზე, როგორ გავზარდოთ შუა დერეფნის წარმადობა, რკინიგზის, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა

11.08.2023 / 11 აგვისტო 2023
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ ხელი მოაწერა გზამკვლევს ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან, სრული გაგება გვაქვს იმის თაობაზე, როგორ გავზარდოთ შუა დერეფნის წარმადობა, რკინიგზის, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა

საქართველომ ხელი მოაწერა გზამკვლევს ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან, სრული გაგება გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გავზარდოთ შუა დერეფნის წარმადობა, რკინიგზის, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ამით პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტ წოუ იუნის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, როგორია ქვეყნის ეროვნული სტრატეგია საქართველოს პოზიციონირების შესახებ, რათა ის მიჩნეულ იქნეს ლოგისტიკისა და ტრანსპორტის ჰაბად.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, მოახდინოს პოზიციონირება როგორც ჰაბმა.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს უნიკალური მდებარეობა აქვს. მას უნიკალური გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და აღმოსავლეთს აკავშირებს დასავლეთთან. თან ეს ყველაზე მოკლე მარშრუტია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაგალითად, დაახლოებით, 15 დღე სჭირდება საქონლის ტრანსპორტირებას ჩინეთიდან ევროპამდე. ამას ვამბობ ტრანსპორტირების სხვა საშუალებებთან შედარებით, – მაგალითად, საზღვაო გადაზიდვებს 45 დღე სჭირდება. ამიტომ, სხვაობა დიდია. პოტენციალი დიდია შუა დერეფნის განვითარებისთვის. ეს მიმართულება რამდენიმე ქვეყანას მოიცავს – ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს.

ახლა გეტყვით ჩვენი ხედვის თაობაზე. საქართველომ ხელი მოაწერა გზამკვლევს ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან. სრული გაგება გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გავზარდოთ ამ დერეფნის წარმადობა, როგორ გავზარდოთ რკინიგზის, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა.
საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი. ახლა ვაპირებთ დავიწყოთ დიდი საპორტო პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია მაქვს მხედველობაში. ყველა 9 ფაზის განხორციელების შემდეგ, მისი წარმადობა დაახლოებით 100 მილიონი ტონა იქნება. რა თქმა უნდა, ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზებას, რასაც ჩინური კომპანია ასრულებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნულ მაგისტრალსაც ჩინური კომპანიები აშენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ეფექტიანად მუშაობენ და ფასებიც კონკურენტული აქვთ. ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოში მათი მუშაობით. . საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოზიციონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ჰაბი, ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ ეს არის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად. უნდა ვიყოთ კრეატიული, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება“,– განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

წინა პოსტი

პრემიერი: 2015 წელს სარტყლისა და გზის ინიციატივაზე გამოხმაურებისა და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ დავაფუძნე – ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა

შემდეგი პოსტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვსთ და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას

ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვსთ და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას

ირაკლი ღარიბაშვილი: დაბრუნდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და ბირთვული ომის რიტორიკა, ამ დროს ჩვენ, პატარა ქვეყანა, ჩვენი ერი, რომელიც გამოირჩევა თავისი გონიერებით და ვიცით, როგორ გადავრჩეთ, სად მივექანებით, სად მიგვაქანებენ ეს ადამიანები