წალენჯიხის მერი სოფელ მუჯავაში ადგილობრივებს შეხვდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს:
„შეხვედრაზე მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მოსახლეობის პირველ პრობლემას სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები წარმოადგენს, შემდეგ კი შიდა საუბნო გზების მოწესრიგება. შეხვედრაზე მერმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. როგორც გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, თვითმმართველობის პრიორიტეტია ყველა სოფელში იქნას სასმელი წყლის პრობლემები მოგვარებული. ასევე მდინარე ტებენაზე შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს. როგორც გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, მერიამ მიიღო დროული რეაგირება და მიმართა შესაბამის უწყებებს, რათა დროულად მოხდეს სათანადო ზომების მიღება.“ ნათვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




