ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ დღეს დილიდან მივიღეთ პრემიერის დავალება და სანამ სამაშველო ღონისძიებები არ დასრულდება, ადგილზე ვიქნებით

სანამ სამაშველო ღონისძიებები არ დასრულდება, ჩვენ ადგილზე ვიქნებით, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მინისტრი ონის მუნიციპალიტეტში იმყოფება. მისი თქმით, თავდაცვის ძალების ერთი ასეული უკვე სტიქიის ზონაშია.
„ჩვენ დღეს დილიდან მივიღეთ პრემიერის დავალება და შემდეგ გამოიცა განკარგულება. ბუნებრივია, ჩვენ დავიწყეთ ქმედება დილიდან და დასავლეთ სარდლობიდან დავძარით მესამე ბრიგადიდან ერთი ასეული, რომელიც უკვე ადგილზეა. ასევე, გვარდიის ასეული დავძარით და ჩვენ შესაბამისი საინჟინრო ტექნიკაც ჩამოვიტანეთ აქ. უნდა დავამონტაჟოთ საფეხმავლო ხიდი, რომ მდინარის კალაპოტში შევძლოთ უფრო მეტი მობილურობა მდინარეზე. ასევე გვაქვს სხვა აღჭურვილობა, რომელიც მუშაობის საშუალებას მოგვცემს. დღეს დაბნელების შემდგომაც ვაპირებთ ვიმუშაოთ, რომ გავშალოთ ხიდი, რაც რამდენიმე საათს მოითხოვს.
სანამ სამაშველო ღონისძიებები არ დასრულდება, ჩვენ ადგილზე ვიქნებით არა მხოლოდ ადამიანური რესურსით, არამედ ჩვენი ტექნიკაც ჩამოვა ადგილზე დღესაც, ხვალაც. გამოვიყენებთ ტექნიკას და სამაშველო ღონისძიების დასრულებამდე ვიქნებით ჩართული ღონისძიებაში“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ყველა დღეს, სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი

ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს, ეს არის გამორიცხული, ამაზე არავინ არ უნდა ფიქრობდეს, ილუზია არავის არ ჰქონდეს


