სენაკის მერი დასუფთავების აქციაში ჩაერთო

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის სხვადასხვა ზონებში, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
მუნიციპალურმა სამსახურებმა, სტიქიის შედეგად დაზიანებული ლოკაციები – ჭავჭავაძის, რუსთაველის, კოსტავას, აღმაშენებლის, ქურდოვანიძის ქუჩები – შლამისა და ინერტული მასალისგან დაასუფთავეს.
,,ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
განახლებული ავტოპარკი კი დასუფთავების სამუშაოებისა და მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას გვაძლევს.
მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომლებიც ქალაქის სისუფთავესა და კეთილმოწყობაზე ყოველდღიურად ზრუნავს” – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.




