ნიკა მელია ამბობს, რომ ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას გაურიგდა

დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, ოპოზიციაში რომ არიან ადამიანები, რომლებიც არანაკლებ მდიდრდებიან, ვიდრე სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, ახალი არ არის. ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, ჰქონდა შესაძლებლობა, პარტიისგან მსგავსი ადამიანები ჩამოეშორებინა.
მისივე თქმით, ზაზა გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი ბიზნესპარტნიორია.
„გოროზია არის უახლოესი მოკავშირე ფრიდონ ინჯიასი. ზაზა გოროზიასთან ერთად სამეგრელოში რა უნდა მოხდეს? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გოროზიამ, ინჯიას უახლოესმა ბიზნესპარტნიორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები რამდენიმე სოფელში არ დააყენა. ადგილობრივ პარტიას მოელაპარაკა, ინჯიას პარტიის წარმომადგენლები დაეყენებინათ. დაუჯერეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კანდიდატები არ დააყენა ინჯიასა და გოროზიას შეთანხმების საფუძველზე. ოპოზიციამ ჯამურად მეტი მანდატი მოიპოვა მარტვილის საკრებულოში, მაგრამ ინჯია-გოროზიას კანდიდატებმა, რომლებიც დეპუტატები გახდნენ, რა ქნეს პირველივე დღეს? ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.




![ნიკა მელია მხარდამჭერებს რესტორანში ხვდება [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2023/01/45553CB4-5703-4F2C-B757-F66C0BDC22E4-960x720.jpeg)