stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებირეგიონი

ზუგდიდში უპატრონო პირუტყვის მფლობელებს დააჯარიმებენ – ზუგდიდდასუფთავება განცხადებას ავრცელებს

26.07.2023 / 26 ივლისი 2023
ზუგდიდში უპატრონო პირუტყვის მფლობელებს დააჯარიმებენ – ზუგდიდდასუფთავება განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფთხილებს, რომ მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვის ქალაქის ქუჩებში უპატრონოდ მიტოვების შემთხვევაში მათი მეპატრონეები ადმინისტრაციულად დაჯარიმდებიან, იქვე, ადგილობირვ მოსახლეობას მოუწოდებენ თუ ქალაქის ქუჩებში დააფიქსირებენ წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვებს, დარეკონ მითითებულ ნომერზე: 577 25 70 64; 595 22 25 40; 577 39 36 32;

„პირუტყვის მეპატრონეთა საყურადღებოდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ -ს ზედამხედველობის სამსახური, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის პირველი ივლისის N 23 დადგენილების შესაბამისად ატარებს მკაცრ საჯარიმო სანქციებს აღნიშნული პრობლემების მოკლე დროში მოსაგვარებლად და სათანადო წესრიგის დასამყარებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესი: ეს წესი აწესრიგებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის პასუხისმგებლობა განისაზღვრება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 151-ემუხლის მე-3 ნაწილით.

ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ” ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ მიერ ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვისრეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, გამოცხადდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრში“ და წარადგინოს წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა). მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა – პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ხარჯი შეადგენს 10 ლარს, ხოლო ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯი შეადგენს 10 ლარს. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. ჯარიმა, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები ჩაირიცხება ბიუჯეტში. ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანის ხარჯის და ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯის გადახდევინებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრს“.

წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია არ დაუშვას ბულვარში, პარკში, სკვერში და პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა. მოგიწოდებთ ერთად დავიცვათ ჩვენი ქალაქის სისუფთავე და მისი იერსახე”- წერია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა პოსტი

ჯვარში წყალმომარაგების სადგურის მოწყობა დასრულების ეტაპზეა

შემდეგი პოსტი

სტიქიის შედეგებს გუბერნატორის მოადგილე და წალენჯიხის მერი ეცნობიან

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება – შსს განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება – შსს განცხადებას ავრცელებს

სუსის ანტიკორუფციული სააგენტო ზუგდიდში დაკავებულ პირებზე განცხადებას ავრცელებს

სუსის ანტიკორუფციული სააგენტო ზუგდიდში დაკავებულ პირებზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს