ზუგდიდის მერიამ საბავშო ატრაქციონები უსაფრთხოების მიზნით დახურა

ზუგდიდში საბავშვო ატრაქციონები დაიხურა – მიზეზი მათი გაუმართაობაა. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ რომ ჩატარებული შემოწმების დროს ატრაქციონებმა უსაფრთხოების ნორმები ვერ დააკამყოფილეს რის გამოც მათი დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
„მერიამ საბავშვო ატრაქციონი, უსაფრთხოების მიზნით დახურა. რაც შეეხება, ახალი ატრაქციონის მოწყობის საკითხს, ალტერნატიული ფართის მოძიებაზე მიმდინარეობს მუშაობა და ამის შემდგომ დაიწყება პროექტირება, ახალი ატრაქციონის მოსაწყობად.“ – განუცხადეს stv-ის ზუგდიდის მერიაში.




