29 ივლისს ზუგდიდში „ღამის შოუს ბენდი“ იმღერებს

29 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ზუგდიდში დადიანების სასახლის მიმდებარედ „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. ღონისძიებაზე „ღამის შოუს ბენდი“ იმღერებს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გტავაზობთ პროგრამას:
💠19:00-22:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
💠19:00-21:00 – საბავშვო სივრცე: ანიმატორი,ზღაპრის გმირები, სახეზე მოხატვა
💠19:00-19:50 – კვების სივრცე
💠19:00-19:50 – ჟირაფი ჟოზეს საბავშვო სპექტაკლი
💠 20:00-22:00 – ღამის შოუს ბენდის კონცერტი




