ზუგდიდში პეტიციით ითხოვენ ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციის მუნიციპალური პროგრამის ამოქმედებას

ზუგდიდში მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ და შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის დანერგვას ითხოვენ. შესაბამის ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცვეკი სალომე ფარცვანია ავრცელებს.
,,ესეც ჩემი პირველი პეტიცია… სხვა ზუგდიდელებთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებას შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის დანერგვის თხოვნით მივმართე. რა გამოვა არ ვიცი. არც ის, გაითვალისწინებენ თუ არა მართლა ძალიან ბევრი ადამიანის სურვილს, მაგრამ ხელმოწერების შეგროვების პროცესში დანახულმა თანადგომამ მართლა ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, რაც ამ პერიოდში განსაკუთრებით მჭირდებოდა” – წერს ფარცვანია და პროცესში ჩართულ ადამიანებს მადლობას უხდის.



