დადიანების სასახლეთა ეზოში ახალი სკამები დამონტაჟდა

ზუგდიდში, ტურისტულად ყველაზე დატვირთულ ზონაში, დადიანების სასახლეთა ეზოში, ახალი სკამები და ურნები დამონტაჟდა. სამუშაოები ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა განახორციელა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის განახლებული დასასვენებელი სივრცე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაათვალიერა.



![მერობის კანდიდატის, თენგიზ ჯგუშიას მანქანა დადიანების ეზოში [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2019/05/collage-3.jpg)