ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდი და გაბიონი მოეწყო

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში მდინარე მუნჩიაზე საცალფეხო ხიდის მშენებლობა და ხიდთან – ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა.
პირველ მაისში განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.
ინფრასტრუქტურული პროექტები მერიამ, მოსახლეობის წინადადების საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის და სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით განახორციელა.
მსგავსი სიახლეები

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა


