სენაკში, სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

„სისხლის ცენტრის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია – ,,გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი!“ – გაიმართა.
ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მუნიციპალიტეტის მერიის, მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა, სისხლი დღესაც უანგაროდ გაიღეს.
მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად გამოთქვამს.




