ხეთის საჯაროს სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის დღე აქტივობებით აღნიშნეს

ხეთის საჯაროს სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღე შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია და სკვერები დაასუფთავეს.
სსასკოლო აქტივობები ხეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის,ნათელა სამუშიას ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
ერთობლივი ძალებით ეს პროცესი მოზარდებისთვის სახალისოდ და სასიამოვნოდ წარიმართა. მათ გარემოს დაცვის თემაზე ნახატებიც შექმნეს და ისაუბრეს თითოეული ადამიანის როლზე გარემოს მოვლასა და დაცვაში.
მოზარდებს გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვით აქტივობებში ყველა ჩვენთაგანის აქტიური ჩართულობა.






