stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებირეგიონი

სენაკის მერია ბოლო 6 თვეში სოციალური პროგრამებით 2 278 მოქალაქეს დაეხმარა

05.06.2023 / 5 ივნისი 2023
სენაკის მერია ბოლო 6 თვეში სოციალური პროგრამებით 2 278 მოქალაქეს დაეხმარა

2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით, 656 400 ლარის ფარგლებში, დახმარება 2 278 მოქალაქეს გაეწია. „მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა, სახელისუფლებო გუნდის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“ – ნათქვამია სენაკის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურად, 200 სოციალურად დაუცველი და მეურვეობამოკლებული მოქალაქის კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება, რისთვისაც, 5 თვის მანძილზე, 145 500 ლარი დაიხარჯა.

ჯანმრთელობაგაუარესებული 472 მოქალაქის სამედიცინო მომსახურებაზე 184 000 ლარი დაიხარჯა.

129 ონკოლოგიურ პაციენტს სტაციონალური და ამბულატორიული მომსახურება, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კურსები, ასევე მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები დაუფინანსდა.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 113 პირს, 57 780 ლარის ფარგლებში, სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება გაეწია.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ხანძრის შედეგად დაზარალებულ 4 მოქალაქეს გაუწია დახმარება, რამაც 13 500 ლარი შეადგინა.

გრძელდება სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებში, ასევე, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამ ბენეფიციარს ფინანსური დახმარება გაეწია. პირველი და მეორე კვარტლის მანძილზე, გაწეულმა დახმარებამ 16 300 ლარი შეადგინა.

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ 23 მოქალაქეს, დიალიზის ცენტრამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური 200 ლარი დაუფინანსდა, რამაც პორველ და მეორე კვარტალში 25 600 ლარი შეადგინა.

შშმ პირებს, ვეტერანებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს – 450 მოქალაქეს, 43 000 ლარის ფარგლებში, უფასო მედიკამენტური დახმარება გაეწია.

ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ფარგლებში, იშვიათი დაავადების მქონე და დედ-მამით ობოლმა მოზარდებმა მიიღეს ყოველთვიური დახმარება – 10 337 ლარის ოდენობით.

მრავალშვილიან ოჯახთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 97 მრავალშვილიან ოჯახს, 118 700 ლარის ფარგლებში, ფინანსური დახმარება გაეწია.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის, მხედველობის პრობლემის მქონე და სმენადაქვეითებულ 130 პირს, 44 300 ლარის ფარგლებში, გაეწია დახმარება.

გარდაცვლილ დევნილ მოქალაქეთა და ომის ვეტერანთა 22 ოჯახს, 6 600 ლარის ფარგლებში, სარიტუალო მომსახურეობა გაეწია.

მიმდინარე წელს, პირველად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეგისტრირებული აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდების განვითარების სტიმულირების, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის, ბავშვებისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ხორციელდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის მიზანია შემეცნებითი, სოციალურ – ემოციური, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ამ ეტაპისათვის, პროგრამის ფარგლებში, მომსახურებას 19 მოზარდი იღებს. პროგრამის ბიუჯეტი 72 000 ლარს შეადგენს.

2023 წელს, ასევე პირველად, სოციალური ღონისძიების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის 105 წლისთავზე, სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 290 ვეტერანს გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება.“ – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წინა პოსტი

მარტვილის კანიონში 3D განათების სისტემა, ბალდაში კი ეკოტურისტული ბილიკები მოეწყობა

შემდეგი პოსტი

მამაკაცების პრემიუმ ხაზის მაღაზია 4men-ში საზაფხულო კოლექცია განახლდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს

2 მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი 6 თვეში – საქართველოში მოგზაურთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

2 მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი 6 თვეში – საქართველოში მოგზაურთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

სენაკის მერია ადგილობრივებს ეხმარება

სენაკის მერია ადგილობრივებს ეხმარება