შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ თამარ იოსელიანი დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი თამარ იოსელიანი შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ინფორმაცია bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს.
.
საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ მიმდინარე წლის 17 აპრილს არის რეგისტრირებული. სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო სულ 3-წევრიანია. თამარ იოსელიანის გარდა, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, საბჭოს წევრებს შორისაა ირაკლი კაჭარავა და ნინო ფაცაცია.
შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორია ზურაბ სიჭინავაა.
მსგავსი სიახლეები

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul გამოვლინდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul NV განახორციელებს – ხელშეკრულება უკვე გაფორმდა


