დიდინეძში ახალი ხიდი შენდება

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანმა, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და საკრებულოს ფრაქცია „ქართულის ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი გოგოხიამ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მერთან, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან და ფრაქციის წევრებთან ერთად გავეცანით. სოფელ დიდინეძში, მდინარე ჯუმზე 24 მეტრიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, ამჟამად არსებული ხიდი ამორტიზებულია, ის ბოლო წყალდიდობის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. მეორე ობიექტი, რომლის მიმდინარე სამუშაოებსაც გავეცანით, კიროვის ადმინისტრაციულ ერთეულში საკორკელიოს უბანში ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობას გულისხმობს. ორივე პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ფინანსდება.
საერთო ჯამში კი მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობისთვის გამოყოფილი თანხის ჯამური ღირებულება 4 160 000 ლარია. წერს ირაკლი ჩიქოვანი.




