ხობელებმა მკლავჭიდში ევროპის პირველობის საგზური მოიპოვეს

თბილისში გაიმართა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები მკლავჭიდში. საკვალიფიკაციო პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს და კიშინიოვში გასამართი ევროპის პირველობის საგზური მოიპოვეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ – საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმა (მწვრთნელი: კობა თუთბერიძე).
- 15 – წლამდელები
- ნიკო ზარანდია (60 კგ)
- გიორგი ბუსქანძე (მძიმე წონა)
- 18 – წლამდელები
- ბექა ჟიშკარიანი (55კგ)
- მერაბი გვალია (60კგ)
- ირაკლი ჯანაშია (75კგ)
- ლაშა სილაგავა (80კგ)
უფროსები: ანრი ბუკია, დათუნა ჟიშკარიანი და საბა დანელია (ასევე იასპარეზებს 23-წლამდელთა შორის).




