ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით კოკა-კოლა გაიყიდება

საქართველოში გასამართი 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სამზადისის პერიოდში, კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ახალი შეფუთვების წარმოება დაიწყო, რომლებზეც ნაკრების ფეხბურთელები არიან გამოსახული.
პირველი ეტიკეტის ბეჭდვა დღეს დაიწყო და მასზე ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული. ეტიკეტები სხვა ფეხბურთელების გამოსახულებით მაღაზიებში მალე გამოჩნდება.




