ობუჯში სოციალურად დაუცველებს სახლი დაეწვათ

სამეგრელოში, კონკრეტულად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში ადგილობრივი მცხოვრების ბეჟან კაციას საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. კაციების ოჯახი სოციალურად დაუცველია. სახლის ზედა ნაწილი ხითნაშწნი იყო და სრულად დაიწვა.




