ხვალ ზუგდიდში მამია ალასანიას ბიუსტს გახსნიან

ხვალ ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნება. მამია ალასანია 6 მაისს 80 წლის გახდებოდა. ალასანიას ბიუსტი, ზუგდიდში „ფრანგულ პარკში“ გაიხსნება. ამ პარკში უკვე განთავსებულია ეროვნული გმირების მერაბ კოსტავას და გენო ადამიას ბიუსტები, ასევე 1924 წლის წლის აჯანყებულთა მემორიალი.
ბიუსტის გახსნის ცერემონიალს საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და ალასანაის ოჯახის წევრები დაესწრებიან.
მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, გიორგობის დღეს დაიბადა მამია ალასანია. იმავე წელს ალასანიების ოჯახი ზუგდიდში გადასახლდა. მამია ალასანიამ 1961 წელს ზუგდიდის №1 საშუალო სკოლა დაამთავრა.
მამია ალასანია 1974 წლიდან სამუშაოდ თბილისში უშიშროების კომიტეტის ცენტრალურ აპარატში გადავიდა და სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უშიშროების კომიტეტის უფროსი გახდა.
1993 წლის 27 სექტემბერს, მამია ალასანია ქალაქ სოხუმში მოკლეს, ის აფხაზეთის ომში იბრძოდა. 2017 წლის ოქტომბერში მამია ალასანიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში.
მამია ალასანია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მამაა.


![ზუგდიდში მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა [POTO, VIDEO, REEL]](https://api.stv.ge/uploads/2023/05/79609c67-90b9-4864-8fe7-107daf796f65.jpg)

