ზუგდიდში გარევაჭრობის შესაძლო აკრძალვას აპროტესტებენ

ზუგდიდის მერიასთან გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს. ისინი გარე ვაჭრობის გაგრძელებას ითხოვენ. გარემოვაჭრეებმა მერიისგან მიიღეს წერილობითი გაფრთილება გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, რასაც აქციით გამოეხმაურნენ.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ გარევაჭრობა ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია, გარემოვაჭრეებს კი ალტერნატიულ ფართს და საშეღავათო პირობებს შესთავაზებენ. გარემოვაჭრეებს ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა შეხვდა. თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ერთი კვირის წინ, გარემოვაჭრეების აქცია წინ უძღოდა ბაზრის შიდა მოვაჭრეების აქცია, სადაც მათ გარევაჭრობის აკრძალვა მოითხოვეს, მათი თქმით გარევაჭრობის გამო მათთან მომხმარებლები არ შედიან.




