ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის საკრებულოს წევრებს შეხვდა

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ოფისში, პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი საკრებულოს წევრებს, მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად შეხვდა.
,,შეხვედრაზე ჩვენს მუნიციპალიტეტში განსახორცილებელი მასშტაბური პროექტები განვიხილეთ, რაც ზუგდიდში მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ვითარებას.
პარტიის ადგილობრივ ბირთვთან შეხვედრებს ინტენსიურად გავაგრძელებთ, დავგეგმეთ მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები.
შევეხეთ გუშინდელ შუალედურ არჩევნებს, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები.
ვისაუბრეთ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ჩვენს გეგმებსა და საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ საკითხებზე” – წერს ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.





