რუხში ნაპოვნ ახალშობილს გამოკვლევები უტარდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუში მოსაცდელთან ნაპოვნი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ამჟამად სამედიცინო შემოწმებებს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადის.
ახალშობილი რუხში ადგილობრივმა მცხოვრებმა შუახნის ქალმა იპოვა და პოლიციას დაურეკა. რის შემდეგაც ახალშობილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოშო გადაიყვანა. ინფორმაცია stv.ge-მ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.




