ჩხოროწყუში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით თვალის ოპერაციები მიმდინარეობს

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯმა , მოძრავ საოპერაციო ბლოკში თავალის ოპერაცია ჩაატარა.
პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდნენ. თვალის ოპერაცა დღეს 26 მოქალაქეს ჩაუტარდა.
აქციის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.
ოპერაციამდე „ოფთალმიჯმა “ პაციენტებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარა, სადაც ქირურგიული ჩარევის საჭიროების მქონე პაციენტები გამოვლინდნენ.
სამედიცინო აქცია რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტბშიც პერიოდულად ჩატარდება.



